NBA-ის პლეიოფში სერიის მე-5 მატჩი გაიმართა სან ანტონიო სპურსსა და პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს შორის.
სან ანტონიომ აღნიშნული შეხვედრა 114-95 მოიგო და სერია დახურა (4-1). ტეხასელებიდან 10 ან მეტი ქულა ექვსმა მოთამაშემ დააგროვა, ყველაზე მეტი კი დე'აარონ ფოქსმა (21 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა).
სან ანტონიო სპურსი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა, სადაც დენვერ ნაგეტსსა და მინესოტა ტიმბერვულვზს შორის მოგებულს შეხვდება.