სან ანტონიო სპურსის მოთამაშე კელდონ ჯონსონი NBA-ის 2025-26 წლების საუკეთესო მეექვსე მოთამაშედ დასახელდა.
ჯონსონი, რომელმაც სპურსის ისტორიაში რეკორდი დაამყარა სათადარიგოთა სკამიდან მოპოვებული 1,081 ქულით, მანუ ჯინობილისთან ერთად გახდა ერთადერთი მოთამაშე კლუბის ისტორიაში, ვინც ეს ჯილდო მოიგო.
ჯონსონმა მაიამის ხაიმე ხაკეს ჯუნიორი და დენვერის ტიმ ჰარდევეი ჯუნიორი დაამარცხა ამ ნომინაციაში.
ხაკესმა ჰიტის რიგებში სათადარიგო მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტი ქულა და ორნიშნა შედეგიანი მატჩი დააგროვა, ხოლო ჰარდევეი სათადარიგოებში ლიდერობდა 205 ჩაგდებული სამქულიანით და ნაგეტსში ქულების მიხედვით მე-4 ადგილი ეკავა.
აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემის შედეგად საბოლოო ათეულში მოხვდა სანდრო მამუკელაშვილიც, რომელიც სამ შემთხვევაში მე-3 ადგილზე გაიყვანეს.
ქართველმა სიაში მე-10 ადგილი დაიკავა და სან ანტონიოს დილან ჰარპერსა და ტორონტოში თავის თანაგუნდელ ჯამალ შედს აჯობა.

ეს იყო მე-3 ჯილდო, რომელიც NBA-მ ამ პლეიოფებში გასცა, მეორე - სპურსისთვის და პირველი, რომლის გამარჯვებულის ვინაობაც გარკვეულ ინტრიგას შეიცავდა.
სან ანტონიოს ვიქტორ ვემბანიამა გახდა ისტორიაში პირველი მოთამაშე, ვინც ერთხმად აირჩიეს წლის საუკეთესო დამცველად, ხოლო მოქმედმა MVP-მ, ოკლაჰომას შაი გილჯეს-ალექსანდერმა, წლის გადამწყვეტი (Clutch) მოთამაშის ჯილდო მიიღო.
ყველაზე განვითარებული მოთამაშის ჯილდო - ატლანტას ნიკეილ ალექსანდერ-უოკერს, პორტლენდის დენი ავდიას ან დეტროიტის ჯეილენ დურენს შორის - პარასკევს გამოცხადდება.
სხვა ჯილდოები, რომელთა გამოცხადების თარიღები ჯერ არ არის განსაზღვრული, მოიცავს წლის მწვრთნელს (დეტროიტის ჯეი ბი ბიკერსტაფი, სან ანტონიოს მიჩ ჯონსონი ან ბოსტონის ჯო მაცულა), წლის ახალწვეულს (ფილადელფიას ვი ჯეი ეჯქომბი, დალასის კუპერ ფლეგი ან შარლოტის კონ კნუპელი) და MVP-ს (გილჯეს-ალექსანდერი, ვემბანიამა ან დენვერის ნიკოლა იოკიჩი).