VIDEO: ბოსტონი და სან ანტონიო სერიებში დაწინაურდნენ
25 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის პლეიოფში სერიების მე-3 მატჩები გაიმართა.
ფილადელფია სევენთისიქსერსი ბოსტონ სელტიკსს დაუპირისპირდა და 100-108 დამარცხდა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა (31) ტაირეს მაქსიმ დააგროვა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოსტონს კი ჯეილენ ბრაუნმა და ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერეს, რომელთაც 25-25 ქულა დააგროვეს.
მე-3 მატჩი შედგა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსსა და სან ანტონიო სპურსს შორისაც, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით 108-120 დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს სტეფონ ქესლმა ულიდერა, რომელმაც 33 ქულა ჩაიწერა აქტივში, პორტლენდიდან კი გამორჩეული ჯრუ ჰოლიდეი იყო 29 ქულით.
ბოსტონი და სან ანტონიო სერიებში წინ გავიდნენ და 2-1 იგებენ. გუნდებს შორის მე-4 შეხვედრები 26 და 27 აპრილს გაიმართება.