VIDEO: სან ანტონიომ ბოლო თვეში ოკლაჰომას მეორედ მოუგო
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში სან ანტონიო სპურსი ოკლაჰომა სიტი თანდერს დაუპირისპირდა და 130-110 დაამარცხა.
მოგებულ გუნდს ქულებში კელდონ ჯონსონმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა მიითვალა, სტეფონ ქესლის ანგარიშზე კი 24 ქულა იყო. წაგების მიუხედავად, ყველაზე მეტი ქულა შაი გილჯეს-ალექსანდერმა დააგროვა, რომელმაც 33 ქულა ჩაიწერა აქტივში.
ოკლაჰომამ ამ სეზონში მე-4 მატჩი წააგო, საიდანაც 2 მარცხი სწორედ სან ანტონიოსთან ფიქსირდება. თანდერი ბოლო 5 შეხვედრიდან სამში დაამარცხდა, რაც გოლდენ სტეიტ უორიორსის 72-9 რეკორდის მოხსნის ალბათობას ამცირებს.
სპურსი კი 29 თამაშში 22 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ოკლაჰომას ჩამორჩება.