VIDEO: ტროსარის გოლი - არსენალმა ვესტ ჰემს ბრძოლაში მოუგო
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 36-ე ტურში გადარჩენისთვის მებრძოლმა ვესტ ჰემმა ლონდონ სთედიუმზე ჩემპიონატის ლიდერი არსენალი მიიღო.
შეხვედრის პირველ ტაიმში არსენალს ანგარიშის გახსნა შეეძლო, თუმცა კონსტანტინოს მავროპანოსმა ორჯერ გადაარჩინა საკუთარი გუნდი, პირველი ტაიმი კი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში დაწინაურება უკვე ვესტ ჰემს შეეძლო, თუმცა ერთი ერთზე გასულ მატეუს ფერნანდესს დავიდ რაიამ აჯობა. 83-ე წუთზე მარტინ ოდეგორის პასის შემდეგ შეხვედრის ერთადერთი გოლი ლეანდრო ტროსარმა გაიტანა.
დრამატულად განვითარდა მოვლენები მატჩის კომპენსირებულ დროში. ვესტ ჰემის კუთხურის შემდეგ დავიდ რაიამ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, რითიც კალუმ უილსონმა ისარგებლა და გოლი გაიტანა, თუმცა VAR-ის გადამოწმების შემდეგ გოლი ესპანელი მეკარის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო არ ჩაითვალა.
საბოლოოდ კი მიკელ არტეტას გუნდმა ბელგიელი შემტევის გოლით მოიგო და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. არსენალი 79 ქულით ცხრილის სათავეშია და მანჩესტერ სიტის, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს, 5 ქულით უსწრებს.
ვესტ ჰემი კი 36 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე რჩება და თანაქალაქელ ტოტენჰემს 1 ქულით ჩამორჩება.