მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის FA თასის 1/8 ფინალში ნიუკასლმა სენტ ჯეიმს პარკზე ბრაიტონი მიიღო.
ანგარიში 22-ე წუთზე ალექსანდერ ისაკმა პენალტის საშუალებით გახსნა, 44-ე წუთზე კი იანკუბა მინტემ წონასწორობა აღადგინა.
გუნდებმა 90 წუთი 10-10 კაცით დაასრულეს. ნიუკასლის მხრიდან პირდაპირ წითელი ბარათი ენტონი გორდონმა მიიღო 83-ე წუთზე, კომპენსირებულ დროში კი ტარიქ ლემპტიმ დაიმსახურა მეორე ყვითელი ბარათი.
მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ფაბიან შერმა გაიტანა გოლი, თუმცა ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი ტაიმები გახდა საჭირო. 114-ე წუთზე კი გადამწყვეტი გოლი დენი უელბეკმა გაიტანა და ბრაიტონი თასის 1/4 ფინალში გაიყვანა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები