უეფას ევროპა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ლილმა საკუთარ მოედანზე ასტონ ვილა მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი თამაშის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 61-ე წუთზე ემილიანო ბუენდიას პასის შემდეგ ოლი უოტკინსმა ბრწყინვალი თავური დარტყმით გახსნა ანგარიში და მატჩის საბოლოო ანგარიშიც (0-1) დააფიქსირა.
ასტონ ვილასა და ლილის საპასუხო შეხვედრა ბირმინგემში 19 მარტს გაიმართება.