VIDEO: ვინის დუბლი - ბრაზილია ჯგუფში პირველზე გავიდა
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში C ჯგუფის მატჩები გაიმართა.
ბრაზილიის ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა და 3-0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში დუბლი ვინისიუს ჟუნიორმა შეასრულა. შვიდიანმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა ჯარიმის გამო ბურთი არ ჩაითვალა.
ამ დუბლით ვინის წლევანდელ მუნდიალზე 4 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში კილიან მბაპეს და ერლინგ ჰალანდსა გაუთანაბრდა, ლიონელ მესის კი 1 გოლით ჩამორჩება.
მეორე ტაიმში თავისი გოლი ბრუნო გიმარაესის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ მატეუს კუნიამაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში (0-3) დააფიქსირა.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებს დაუბრუნდა ნეიმარი, რომელიც თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.
პარალელურად მიმდინარე მატჩში კი მაროკომ ჰაიტი 4-2 დაამარცხა და ბრაზილიის მსგავსად 7 ქულა დააგროვა, თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი გოლების უკეთესი სხვაობის გამო დაიკავა.
1. ბრაზილია - 7 ქულა, +6 გოლები
2. მაროკო - 7 ქულა, +3 გოლები
3. შოტლანდია - 3 ქულა, -3 გოლები
4. ჰაიტი - 0 ქულა, -6 გოლები
შოტლანდია კი დაელოდება იმის გაგებას, მოხვდება თუ არა გუნდი 8 საუკეთესო მესამეადგილოსანში და გავა თუ არა პლეიოფში.