კუკურელიამ ვინისიუსს პირობა მისცა: „შავ სამუშაოს მე შევასრულებ“
მადრიდის რეალის ახალწვეულმა მარკ კუკურელიამ ვინისიუს ჟუნიორს საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა. 55 მილიონ ევროდ შეძენილმა ესპანელმა განაცხადა, რომ მზადაა დაცვაში „შავი სამუშაო“ თავად შეასრულოს, რათა ბრაზილიელმა მთელი ძალები მეტოქის განადგურებას მოახმაროს.
კუკურელია ჟოზე მოურინიოს განახლებული მადრიდული პროექტის ერთ-ერთი მთავარი შენაძენია. Marca-სთან ინტერვიუში მარცხენა მცველმა ვინისიუსთან მომავალ ტანდემზე ისაუბრა:
ვფიქრობ, კარგად გავუგებთ ერთმანეთს. არ მადარდებს, თუ ის უკან არ დაიხევს - ყველაფერს გავაკეთებ, რაც მას არ სურს. მთავარია, მან გოლები გაიტანოს და თამაშის ბედი გადაწყვიტოს, შავ სამუშაოს კი მე მივხედავ. ვინისიუსმა უკვე დაამტკიცა, რომ მადრიდის რეალისთვის ჩემპიონთა ლიგაზე საკვანძო მოთამაშეა
ესპანელი აცნობიერებს ბერნაბეუზე არსებულ წნეხს, მით უმეტეს უტიტულო სეზონის შემდეგ, როცა გუნდმა ლა ლიგა ბარსელონას დაუთმო. კუკურელიამ, რომელიც ამჟამად ესპანეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე იმყოფება, აღნიშნა, რომ მადრიდში ადაპტაცია რთულია, რადგან მათთან მოგება ყველა მეტოქისთვის სეზონის მთავარი მატჩია, თუმცა ის ამ გამოწვევისთვის სრულად მზადაა.