-
Aa
+
ფონტის ზომა
ვინისიუს ჯუნიორმა რეალის ისტორიიდან კრიშტიანუ რონალდუ და რონალდო გამოარჩია.
რეალის ვინგერმა მადრიდულ კლუბში მე-100 გოლი სულ ახლახანს გაიტანა და ამ ამბის აღსანიშნად კლუბის ტელევიზიას ესაუბრა.
„დაუჯერებელი შეგრძნებაა. სულ 20 ფეხბურთელს აქვს რეალში 20 ან მეტი გოლი გატანილი და მათ შორის არის ჩემი კუმირი რონალდოც, რომელიც სულ მაძლევდა რჩევებს, როგორ მემოქმედა უკეთ დამაგვირგვინებელ ფაზაში და სწორად როგორ დამერტყა.
კრიშტიანუ - კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომლის ყურებაშიც გავიზარდე, მან ამ კლუბში მთელი ეპოქა შექმნა. იმედია, კრიშტიანუს გზას გავიმეორებ.
მან რეალში 451 გოლი გაიტანა - მეტი, ვიდრე მატჩი ჩაატარა! მისი თითქმის ყველა გოლი მაქვს ნანახი." - აღნიშნა რეალის შემტევმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები