მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტიმ საუდის არაბეთის მხრიდან როდრიგოსადმი ინტერესზე ისაუბრა.
ჟ: გაჩნდა ინფორმაცია, რომ რეალს როდრიგოში 300 მილიონი შესთავაზეს...
"ჩემთვის რთულია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ მსგავს გადაწყვეტილებებს თავად ფეხბურთელები იღებენ. ის, ვინც რეალში იმყოფება, ბედნიერია და დარჩენა სურს. მე ასე ვხედავ სიტუაციას.
რეალში თამაში ბევრს უნდა. ისეთ ფეხბურთელებსაც კი, ვისზეც ამის წარმოდგენა რთულია.
ჟ: ადრე საუდის არაბეთს ვეტერანები მიჰყავდა, ახლა კი ახალგაზრდების მოთაფლვას ცდილობს.
ეს არის ქვეყანა, რომელიც 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს და აქვს უფლება, ფეხბურთი კარგი იმიჯის შესაქმნელად გამოიყენოს.
ისინი გლობალიზებულ სამყაროში ცხოვრობენ და გრძნობენ, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელების წაყვანა შეუძლიათ." - აღნიშნა ანჩელოტიმ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები