მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ორი გოლიც და ვინისიუსი რეალის ისტორიაში კიდევ ერთი მიღწევით შევა.
ჟირონასთან კარში გატაილი გოლი ბრაზილიელისთვის რეალის მაისურით 102-ე გამოდგა და ის სამეფო კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელია.
პირველობას დღემდე რონალდო ინარჩუნებს, რომელმაც 103 გოლის გატანა მოახერხა.
კიდევ ერთი გოლით ვინისიუსი ფენომენოს ამ რეკორდს გაიმეორებს, ორი გოლის შემთხვევაში კი რეალის ისტორიაში საუკეთესო ბრაზილიელი მეგოლე გახდება.
დარჩენილი სია კი ასე გამოიყურება:
3. რობერტო კარლოსი - 69 გოლი
4. როდრიგო - 67 გოლი
5. მარსელო - 38 გოლი
6. რობინიო - 35 გოლი
6. კაზემირო - 31 გოლი
7. სავიო - 30 გოლი
8. კაკა - 29 გოლი
10. ჟულიო ბაპტისტა - 13 გოლი.
ცნობისთვის, რონალდომ 103 გოლი 177 შეხვედრაში გაიტანა, ვინისიუსს კი მადრიდელთა მაისურით 298 თამაში აქვს ჩატარებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები