3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუის ენრიკემ უსმან დემბელესთან კონფლიქტზე ისაუბრა.
რენთან მატჩის შემდეგ მომხდარი შელაპარაკების გამო, მწვრთნელმა ფეხბურთელი არსენალთან ხვალინდელი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.
„არ ვაპირებ ეს თემა სალაპარაკოდ ვაქციო. მას გუნდის მიმართ გარკვეული ვალდებულებები გააჩნია და ამის პატივისცემასთან გვქონდა საქმე.
მე ამ გუნდისთვის საუკეთესო მინდა და ამიტომ, ის განაცხადში არ შევიყვანე. ჩემსა და დემბელეს შორის კონფლიქტი არ არსებობს.
ისე იწერება, თითქოს დემბელესთან ერთად თამაში არ წაგვიგია. არა, წავაგეთ - ნიუკასლთან, მილაNთან, ბორუსია დორტმუნდთან და ბარსასთან სახლშიც.
თუ ვინმე გუნდის წესებს არ ემორჩილება, ესეიგი არ არის მზად ისეთი მნიშვნელოვანი კვირისთვის, როგორიც ახლა გველის." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები