-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 24-ე ტურში ნოტინგემმა სიტი გრაუნდზე ბრაიტონი მიიღო.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში 3 უპასუხო გოლი გაიტანეს. ანგარიში მე-12 წუთზე ლუის დანკის ავტოგოლით გაიხსნა, 25-ე წუთზე მორგან გიბს-უაითმა გაზარდა სხვაობა ორამდე, 32-ე წუთზე კი კრის ვუდმა გამოჩინა თავი.
მეორე ტაიმში კი ფორესტმა 4 გოლის გატანა შეძლო. 64-ე წუთზე ვუდმა დუბლი შეასრულა, აქედან 5 წუთში კი მან პენალტი შეასრულა ზუსტად და ჰეთთრიქის ავტორი გახდა.
89-ე წუთზე ნეკო უილიამსმაც გაიტანა თავისი გოლი, 91-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ჟოტა სილვამ დააფიქსირა და ნოტინგემმა მეტოქე 7-0 გაანადგურა. კრის ვუდთან ერთად ჰეთთრიქი შეასრულა ენტონი ელანგამაც, რომელმაც 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდი სატურნირო ცხრილში 47 ქულით არსენალს გაუთანაბრდა და მე-3 ადგილზე იმყოფება, ლონდონელებს ამ ტურში მანჩესტერ სიტისთან აქვთ სათამაშო.
ბომბარდირთა დავაში კი კრის ვუდს 17 გოლი დაუგროვდა და ლიდერ მოჰამედ სალაჰს 2 გოლით ჩამორჩება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები