WhoScored-მა ლა ლიგის სეზონის საუკეთესო გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩემპიონი ბარსელონას ოთხი ფეხბურთელი მოხვდა.
სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც თავიანთ პოზიციაზე ყველაზე მაღალი საშუალო შეფასება დაიმსახურეს.
მეკარე: ჟოან გარსია (ესპანიოლი, საშუალო შეფასება 6.94)
მცველები: ანდრეი რაციუ (რაიო ვალეკანო, 6.9), დანი ვივიანი (ბილბაო, 6.97), ომარ ალდერეტე (ხეტაფე, 6.91), სერხი კარდონა (ვილიარეალი, 6.9)
ნახევარმცველები: ლამინ იამალი (ბარსელონა, 8.01), პედრი (ბარსელონა, 7.16), ჯუდ ბელინგემი (რეალი, 7.27), რაფინია (ბარსელონა, 7.62)
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, 7.27), კილიან მბაპე (რეალი, 7.75).
შეგახსენებთ, რომ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 31 გოლით კილიან მბაპე გახდა, საუკეთესო ასისტენტი კი იამალი 13 საგოლე პასით.