მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ATP-ს 250-იანი ტურნირის პირველ წრეში ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახი მიხაილ კუკუშკინი დაამარცხა.
შეხვედრა 1 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილის გამარჯვებით, სამ სეტში, 6:3 3:6 5:0 (დანებება) დასრულდა.
გადამწყვეტი სეტის 5 გეიმის შემდეგ, კუკუშკინმა დაზიანების გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
საინტერესოა, რომ ბასილაშვილის მატჩში მეტოქე ბოლო გეიმის წინ ზედიზედ მეორედ ნებდება - კვალიფიკაციის ბოლო რაუნდში იგივე ფრანგმა დროგემ გააკეთა, როცა მესამე სეტში ბასილაშვილს 5:4-ზე მატჩზე უნდა ჩაეწოდებინა.
ამ გამარჯვებით ბასილაშვილი ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი არტურ რინდერკნეში იქნება, რომელიც ამ ტურნირზე მე-7 ნომრად არის განთესილი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები