NBA-ს თასის ეგიდით ნიუ იორკ ნიქსი ატლანტა ჰოუქსს დაუპირისპირდა და 100-108 დამარცხდა.
გამარჯვებული გუნდიდან სამმა მოთამაშემ დააგროვა 20+ ქულა - დეანდრე ჰანტერმა (24 ქულა), ტრეი იანგმა (22 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა) და ჯეილენ ჯონსონმა (21 ქულა, 15 მოხსნა).
ნიქსიდან ორმაგი დუბლი შეასრულა კარლ ენტონი თაუნსმა, რომელმაც 19 ქულასთან ერთად 19 მოხსნაც მიითვალა, თუმცა ეს მის გუნდს მოგებისთვის არ ეყო.
ატლანტა NBA-ს თასის 1/2 ფინალშია, სადაც მილოუკი ბაქსს დაუპირისპირდება.