იტალიის თასის 1/8 ფინალში ლაციო სტადიო ოლიმპიკოზე მილანს დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
მე-80 წუთზე გამარჯვების გოლი მატია ძაკანიმ გაიტანა და ლაციო შემდეგ ეტაპზე გაიყვანა, მილანი კი კოპა იტალიას გამოეთიშა.
იტალიის თასის 1/4 ფინალში ლაციო ბოლონიას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ პარმას მოუგო 2-1.