იტალიის 19-გზის ჩემპიონ მილანის ინტერესთა სფეროში მიუნხენის ბაიერნის საყრდენი, ლეონ გორეცკაა.
Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანის სპორტულ დირექტორ იგლი ტარეს უკვე საკმარისი ოდენობის სამუშაო აქვს ჩატარებული იმისთვის, რომ ზაფხულში 31 წლის ნახევარმცველის დამატების ყველაზე დიდი შანსი სწორედ მის გუნდს ჰქონდეს.
კერძოდ, ტარემ უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართა ფეხბურთელის სააგენტოს წარმომადგენლებთან, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენენ ნიკლას ფიულკრუგს, რომელიც როსონერიმ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძინა.
ლეონ გორეცკას 1-ელი ივლისიდან ბაიერნთან კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს. მილანელთა გარდა, მის მიმართ ინტერესს ბარსელონა და ატლეტიკო მადრიდი იჩენენ.
ტანმაღალი შუახაზელი ბავარიული გრანდის რიგებში 2018 წლის ზაფხულში, შალკედან ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.