პაოლო მალდინის ვაჟი, დანიელ მალდინი კარიერას რომის ლაციოში გააგრძელებს. დედაქალაქურმა კლუბმა გარიგება ოფიციალურად დაადასტურა და მალდინიმ ახალ გუნდში პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
რომაელები ატალანტას 6-თვიანი იჯარის სანაცვლოდ 1.5 მლნ ევროს გადაუხდიან, ზაფხულში კი ფეხბურთელის 14 მლნ ევროდ გამოსყიდვის საშუალება ექნებათ. შესაძლებელია, ამოქმედდეს ყიდვის ვალდებულებაც, თუკი კონკრეტული სახელშეკრულებო პირობები დაკმაყოფილდება.
24 წლის შემტევი ატალანტაში 13 მლნ ევროდ მონცადან გადავიდა. უშუალოდ მიმდინარე სეზონში გუნდის მაისური 11 შეხვედრაში მოირგო და აქტივში 1 საგოლე პასი ჩაიწერა.
დანიელ მალდინი იანვარში ლაციალეს მე-3 შენაძენია - აიაქსიდან ნახევარმცველი კენეტ ტეილორი დაიმატეს (16.85 მლნ ევრო), ხოლო ზალცბურგიდან ცენტრფორვარდი პეტარ რატკოვი (13 მლნ ევრო).