• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
დაბრუნება 14 წლის შემდეგ - ინსინიე ყოფილ გუნდში გადადის
ფეხბურთიფეხბურთი

დაბრუნება 14 წლის შემდეგ - ინსინიე ყოფილ გუნდში გადადის

27 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლორენცო ინსინიე, 14-წლიანი პაუზის შემდეგ, ყოფილ გუნდს უბრუნდება და სერია B-ში ითამაშებს.


ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, 34 წლის გარემარბმა, ლაციოსა და ნაპოლის სახელების გაჟღერების მიუხედავად, შეთანხმებას პესკარასთან მიაღწია და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. 


კონტრაქტის პირობები ასეთია - 6-თვიანი იქნება და 1 წლით გახანგრძლივდება იმ შემთხვევაში, თუკი პესკარელები სერია B-ში ადგილის შენარჩუნებას მოახერხებენ.


თუმცა, ტრანსფერი ფანჯრის ბოლო დღეებამდე არ გაოფიციალურდება, რადგან პესკარას პრეზიდენტთან დადებული პირობის თანახმად, თუკი ინსინიეს სერია A-ს რომელიმე გუნდისგან სასურველი წინადადება ექნება, იქ წასვლას აირჩევს.


ინსინიემ კანადური ტორონტო გასული წლის ივლისში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდაა. იგი პესკარას რიგებში 2011-12 წლების სეზონში თამაშობდა და, ზდენეკ ზემანის ხელმძღვანელობით, კლუბს სერია A-ში გადასვლაში დაეხმარა - იმ პესკარადან, ლორენცოს გარდა, ჩირო იმობილე და მარკო ვერატი გამოჩნდნენ.


პესკარულ კლუბს ახლა ცუდი პერიოდი უდგას - სერია B-ს ბოლო ადგილზეა და დასარჩენ ზონასთან 6 ქულა აშორებს.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

სერია ა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

76 წლის ასაკში ფიორენტინას პრეზიდენტი გარდაიცვალა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

76 წლის ასაკში ფიორენტინას პრეზიდენტი გარდაიცვალა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სპალეტის მასტერკლასი კონტეს - იუვემ ნაპოლი გაანადგურა და 1 ქულამდე მიუახლოვდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სპალეტის მასტერკლასი კონტეს - იუვემ ნაპოლი გაანადგურა და 1 ქულამდე მიუახლოვდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შიდა ტრანსფერი სერია A-ში - მალდინის ვაჟი სარის გუნდში ითამაშებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შიდა ტრანსფერი სერია A-ში - მალდინის ვაჟი სარის გუნდში ითამაშებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გორეცკა სერია A-ში? - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გორეცკა სერია A-ში? - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 იან, 2026

76 წლის ასაკში ფიორენტინას პრეზიდენტი გარდაიცვალა

News image

25 იან, 2026

VIDEO: სპალეტის მასტერკლასი კონტეს - იუვემ ნაპოლი გაანადგურა და 1 ქულამდე მიუახლოვდა

News image

27 იან, 2026

შიდა ტრანსფერი სერია A-ში - მალდინის ვაჟი სარის გუნდში ითამაშებს

News image

4 სთ წინ

გორეცკა სერია A-ში? - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

კომენტარები