იტალიის სერია ა-ს მე-13 ტურის გახსნით მატჩში კომომ საკუთარ მოედანზე სასუოლო მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე ანასტასიოს დუვიკასმა გახსნა, 53-ე წუთზე სხვაობა ორამდე ნიკო პასის შემდეგ ალბერტო მორენომ გაზარდა.
კომომ სასუოლო 2-0 დაამარცხა და ცხრილში 24 ქულა დააგროვდა. სესკ ფაბრეგასის გუნდი მე-6 ადგილზეა და ლიდერ რომას ამჟამად 3 ქულით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ კომოს უკვე 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გუნდმა ბოლოს 30 აგვისტოს, სერია ა-ს მე-2 ტურში, ბოლონიასთან 1-0 წააგო.
ნიკო პასი კი 5 გოლითა და 5 საგოლე პასით ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.