VIDEO: ყველაზე დიდი გამარჯვება სერია ა-ში - კომომ ტორინო გაანადგურა
24 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 22-ე ტურში კომომ საკუთარ მოედანზე ტორინო მიიღო და 6-0 გაანადგურა.
მასპინძელთა მხრიდან გოლები დუვიკასმა (დუბლი), ბატურინამ, და კუნიამ, კიუნმა და კაკრემ გაიტანეს.
ეს სერია ა-ში ასპარეზობის ისტორიაში კომოს ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვებაა. აღსანიშნავია, რომ ფაბრეგასის გუნდმა ტურინული გუნდი ამ სეზონის პირველ დაპირისპირებაშიც გაანადგურა 1-5.
თავის მხრივ სერია ა-ს ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ტორინომ ერთ სეზონში ერთი გუნდისგან 11 გოლი გაუშვა.
კომო ლაივ ცხრილში 40 ქულით მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ რომას 2 ქულით ჩამორჩება, ტორინო კი 23 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონაში მყოფ ფიორენტინას 6 ქულით უსწრებს.