ტორინომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მარკო ბარონი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებულია და მისი შემცვლელი მოკლევადიანი კონტრაქტით 2025-26 წლების სეზონის ბოლომდე უკვე დანიშნულია.
ბარონი გუნდს 26 მატჩში მოპოვებული 27 ქულით სერია A-ს ცხრილში მე-15 ადგილზე ტოვებს. ამჟამად ტორინო მხოლოდ სამი ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას.
ბარონის ხელმძღვანელობით ტორინომ ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო საბოლოო წერტილი ჯენოასთან სტუმრად 3-0 მარცხი გახდა. ასევე, ტორინო კოპა იტალიის მეოთხედფინალში ინტერთან გამოეთიშა ტურნირს და სერია A-ში6-0 დამარცხდა კომოსთან.
ტორინომ ასევე გამოაცხადა, რომ მოკლევადიანი კონტრაქტით, რომელიც 2026 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება, მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო დ’ავერსა დაინიშნა.
დ’ავერსა უმუშევარი 2025 წლის ივნისიდან იყო, მას შემდეგ რაც ემპოლი 2024-25 წლების სეზონის ბოლოს სერია B-ში გავარდა. მას ასევე აქვს მუშაობის გამოცდილება ლეჩეში, სადაც ასევე მარკო ბარონი შეცვალა.
დ'ავერსა ემპოლიში საბა საზონოვისა და საბა გოგლიჩიძის მწვრთნელი იყო, ახლა კი ტორინოში მას საზონოვი დახვდება.
"მწვრთნელი გამარჯობასაც აღარ მეუბნება" - საზონოვი ტორინოში არსებულ სიტუაციაზე