საბა საზონოვი ტორინოს გულშემატკივრებს ესაუბრა და მათ გუნდში არსებული სიტუაცია მოუყვა.
“აქ აღარავის უნდა ჩემი გაჩერება, მწვრთნელი გამარჯობასაც აღარ მეუბნება. არადა, მზად ვარ გუნდისთვის ყველაფერი გავიღო, ტრავმა არ მაწუხებს, ჯანმრთელად ვარ.
ბონჯორნო და როდრიგესი გვყავდა, ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა და მაშინაც კი მიწევდა თამაში. სადილის დროს დირექტორი მოვიდა და მითხრა, რომ გუნდის წევრად აღარ მიმიჩნევენ." - ციტირებს საზონოვის სიტყვებს Toronews.
Geo Team-ის ცნობით, საბა საზონოვის ტრანსფერი ზაფხულში ხეტაფეში იმიტომ ჩაიშალა, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის ბოლო საათებში ტორინომ ესპანურ კლუბს არასწორი მეილი გაუგზავნა, რის გამოც ხეტაფემ ქართველი მცველის დარეგისტრირება ვეღარ მოასწრო.
ქართველ მცველს ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.