ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში ვილიარელი ესტადიო დე ლა სერამიკაზე ვალენსიას მიიღებს.
მარსელინოს გუნდი სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება. ვალენსია კი 26 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონაში მყოფ მალიორკას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს, რაც ღამურებისთვის ძალიან სახიფათო მდგომარეობაა.
ბრწყინვალე ფორმაშია გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ზედიზედ 3 მატჩში - ესპანიოლთან, ხეტაფესთან და ლევანტესთან შეძლო გოლის გატანა და შეეცდება, რომ ეს სერია ვალენსიასთან გააგრძელოს.
ლევანტესტან ქართველმა თავდამსხმელმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა.
VIDEO: მე-8 გოლი ლა ლიგაში - ვილიარეალმა მიქაუტაძის გოლით მოიგო
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა და თავის გუნდში მხოლოდ ალბერტო მოლეიროს ჩამორჩება, რომლის აქტვშიც 9 გოლი და 4 ასისტია.
ქართველ თავდამსხმელს ბოლო გრძელი სერია, როცა ზედიზედ შეძლო გოლების გატანა 2025 წლის მარტში ჰქონდა, როცა ლიონის სამ და საქართველოს ნაკრების ორ მატჩში შეძლო გოლების გატანა. იმ 5-მატჩიან მონაკვეთში მიქაუტაძემ 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.