VIDEO: მე-11 გოლი ამ სეზონში - დავითაშვილმა ლავალს გაუტანა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურში სენტ-ეტიენი ლავალს დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც მოედანზე 89 წუთი გაატარა. მე-3 წუთზე ანგარიში სწორედ ქართველმა შემტევმა გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.
36-ე წუთზე ანგარიში მამადუ კამარამ გაათანაბრა, აქედან 2 წუთში კი ოგუსტინ ბოაკიემ გამარჯვების გოლი გაიტანა. სენტ-ეტიენს სატურნირო ცხრილში 43 ქულა დაუგროვდა და მე-2 ადგილზე იმყოფება, ლიდერ ტროასთან ჩამორჩენა კი 2 ქულაა.
რაც შეეხება დავითაშვილს, ქართველს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 11 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავის ლიდერ ტავფიკ ბენტაიებთან სხვაობა მხოლოდ 1 გოლია.