უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონის პირველ მატჩში ატლეტიკმა სან მამესზე არსენალი მიიღო.
შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მატჩის ბედი კი მეორე ტაიმში გადაწყდა.
72-ე წუთზე ანგარიში გაბრიელ მარტინელიმ გახსნა, 87-ე წუთზე კი თამაშს წერტილი ლეანდრო ტროსარმა დაუსვა (0-2).
არსენალი შემდეგ მატჩში ლონდონში ოლიმპიაკოსს მიიღებს, ბილბაო კი დორტმუნდს ესტუმრება.
პარალელურად პსვ ეინდჰოვენმა როიალ უნიონთან 1-3 წააგო.
72' მარტინელი 0-1
87' ტროსარი 0-2