საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში პარი სენ-ჟერმენი ნანტს ესტუმრა.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 67-ე წუთზე გამარჯვების გოლი ვიტინიამ მიითვალა და პარიზელებს სეზონის პირველი 3 ქულა მოუტანა.
მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც თამაშში 78-ე წუთზე გონსალუ რამოშის ნაცვლად ჩაერთო.
პსჟ მომდევნო ტურში ანჟეს უმასპინძლებს. მატჩი 22 აგვისტოს გაიმართება.