საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში ლიონი ლანსს ესტუმრა და 0-1 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და ოლიმპიკს სეზონის პირველი 3 ქულა მოუტანა.
VIDEO: ლიონმა სეზონი გამარჯვებით მიქაუტაძის გოლის წყალობით დაიწყო
თამაშის შემდეგ ქართველი თავდამსხმელი beIN Sports-ს ესაუბრა.
"დღეს ნომერ პირველი თავდამსხმელი ვარ. თავდამსხმელი გადამწყვეტი უნდა იყოს და თავის გუნდს დაეხმაროს, რაც ამ საღამოს შევძელი. დაცვაშიც ვმუშაობდი."
გიორგი მიქაუტაძემ გაამხილა, რომ მატჩამდე ლიონის ყოფილი კაპიტნისგან, ალექსანდრ ლაკაზეტისგან შეტყობინება მიიღო.
"მას მადლობას ვუხდი, რადგან მატჩამდე პატარა მესიჯი მომწერა. მან მითხრა, რომ ჩემი ჯერი იყო ლიონთან ერთად ისტორია დამეწერა.
მინდა, რომ ლიონის ნაირ გუნდს ვულიდერო, ეს ქალაქია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, მე აქ დავიბადე. ძალიან მინდა, რომ ამ გუნდისთვის ყველაფერი გავიღო." - განაცხადა ქართველმა ლანსთან მოგებული შეხვედრის შემდეგ.
ლიგა 1-ის შემდეგ ტურში გიორგი მიქაუტაძე თავის ყოფილ გუნდ მეცს დაუპირისპირდება. ლიონი მეცს, სადაც გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი თამაშობენ, 23 აგვისტოს შეხვდება.