ფრანგული ლიგა 1-ს პირველ ტურში ლიონმა სტუმრად ლანსი 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი ოლიმპიკის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიკაუტაძემ გაიტანა.
"ბომბარდირმა" მინდორზე 92 წუთი გაატარა და გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, მალიკ ფოფანას პასით შეაგდო.
ლიონმა ახალი სეზონი მნიშვნელოვანი სამი ქულით, ხოლო გიორგიმ პირველივე ტურში გოლით დაიწყო.