ლიონის ოლიმპიკის ოფიციალური განცხადებით, კლუბმა ნემანია მატიჩთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნემანია მატიჩთან კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტა, რომელიც 2026 წლის 30 ივნისამდე იყო გათვლილი.
2024 წლის იანვარში გადასულმა სერბმა ლიონში ყველა ტურნირზე 58 მატჩი ჩაატარა და გასულ სეზონში გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
ოფიციალურ განცხადებაში გასახდელში მატიჩის როლზე და მის პროფესიონალიზმზეც არის ხაზი გასმული, რაც ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ღირებული იყო.
"ეს დაუვიწყარი თავგადასავალი იყო. ლიონშ სამუდამო მოგონებები შევიძინე. ერთად შევძელით და კლუბი გამარჯვების გზაზე დავაყენეთ.
მადლობა ლიონის გულშემატკივრებს მთელ მსოფლიოში. ლიონში ყველას ვუსურვებ წარმატებებს მომდევნო სეზონისთვის" - წერს სერბი ნახევარმცველი სოციალურ ქსელში.
37 წლის მოთამაშე ფრანგულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.