დღეს, 15 აგვისტოს ევროპის სამი ტოპ-ჩემპიონატი იწყება.
სტარტს იღებს ევროპული საკლუბო სეზონი და დღეს ოფიციალურად იწყება ინგლისის პრემიერ ლიგა, ესპანური ლა ლიგა და ფრანგული ლიგა 1, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
21:00 საათზე ლა ლიგა ჟირონას და რაიო ვალეკანოს მატჩით დაიწყება.
23:30-ზე კი ვილიარეალი რეალ ოვიედოს უმასპინძლებს, რომელშიც 40 წლის სანტი კასორლა ასპარეზობს და სხვათაშორის, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს დღეს თამაში.
რაც შეეხება ლიგა 1-ს, აქ ერთადერთი მატჩი გაიმართება დღეს, რომელშიც რენი მარსელს დაუპირისპირდება.
პრემიერ ლიგას კი მოქმედი ჩემპიონი ლივერპული გახსნის, რომელიც პირველი ტურის მატჩში ბორნმუთს უმასპინძლებს.
ჩემპიონატების დაბრუნების აღსანიშნავად, ითამაშე სპორტის გურუ, მოხვდი ლიდერბორდში და მოიგე პრიზები სრულიად უფასოდ.