სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
11 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჩელენჯერის ფინალი გაიმართა, სადაც ATP რეიტინგის 311-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 78-ე პოზიციაზე მყოფ იაპონელ ტარო დანიელს დაუპირისპირდა.
შეხვედრა ქართველის გამარჯვებით 2 სეტში (5-7, 4-6) დასრულდა. ნიკოლოზი პირველ სეტს 2-5 აგებდა, თუმცა თამაშის მოტრიალება შეძლო და ჩელენჯერის გამარჯვებული გახდა.
ბასილაშვილმა კარიერაში მე-6 ჩელენჯერი მოიგო (პირველი 2016 წლის შემდეგ). ამ გამარჯვებით ქართველმა ATP-ის ლაივ რეიტინგში 215-ე ადგილზე გადაინაცვლა და უკვე ახლოსაა ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპთან.
ეს ბასილაშვილისთვის 2021 წლის შემდეგ პირველი ტიტულია. ბოლოს მან მიუნხენში ჩატარებული BMW Open მოიგო.
სეულის ჩელენჯერზე ქართველმა ფრანგი ატმანი, ტაივანელი ვუ ტუნგ-ლინი, იაპონელი მორია, ფრანგი ესკოფიე (ჩაეხსნა) და იაპონიელი დანიელი დაამარცხა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები