-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 38-ე ტურში ჩემპიონი რეალი ბეტისს დაუპირისპირდა (0-0). მატჩს სატურნირო მოტივაცია აღარ ჰქონდა არცერთი გუნდისთვის.
შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ ეს ტონი კროოსის ბოლო თამაში იყო სანტიაგო ბერნაბეუზე.
გერმანელი რეალის მაისურით ბოლოჯერ ბერნაბეუზე კაპიტნის რანგში გამოვიდა.
გულშემატკივრები რეალის ლეგენდას ოვაციებით და აპლოდისმენტებით დაემშვიდობნენ, მოთამაშეებმა კი მას საპატიო კორიდორი მოუწყვეს.
მატჩის ბოლოს კარლო ანჩელოტიმ კროოსი შეცვალა და გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ მისცა საშუალება, რომ ტონის მიმართ პატივისცემა გამოეხატათ.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის გერმანელმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, ის ბუცებს ლურსმანზე ევრო 2024-ის შემდეგ ჩამოკიდებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები