ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
Whoscored-მა და Sofascore-მა სერია ა-ს 32 ტურის სიმბოლური თერთმეტეულები დაასახელეს.
ორივე ვერსიით კვირის გუნდში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია.
Whoscored-ის ვერსიით ქართველმა ფეხბურთელმა 8.79 შეფასება დაიმსახურა, ეს კი გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.
Sofascore-მა კი კვარას 8.8 შეფასება დაუწერა, მასზე მაღალი ქულა ვალიდ ჩედირამ და მიკელე დი გრეგორიომ დაიმსახურეს.
ხვიჩამ ფროზინონესთან 2-2 დასრულებულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა მიითვალა. მის ანგარიშზე 6-დან 5 წარმატებული დრიბლინგი, 21-დან 20 ზუსტი პასი და 8-დან 7 მოგებული დუელი იყო.
ქართველის აქტივში სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
კომენტარები
7 საათის წინ
6 საათის წინ
7 საათის წინ
18 წუთის წინ