ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალში დორტმუნდის ბორუსიამ მადრიდის ატლეტიკოს მოუგო.
შეხვედრა სიგნალ იდუნა პარკზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა, რომლებმაც ორი მატჩის ჯამში 5:4 იმარჯვეს.
34-ე და 39-ე წუთებზე ბრანდტის და მაატსენის გოლებით დორტმუნდმა ტაიმი მოიგო. თუმცა მეორე ნახევარის სტარტზევე ორი მატჩის ჯამში წონასწორობა მატს ჰუმელსის ავტოგოლმა აღადგინა.
64-ზე ანხელ კორეამ ანგარიში გაათანაბრა და ატლეტიკოს უპირატესობა დაუბრუნა. თუმცა, ტერზიჩის გუნდი არ დანებდა და დარჩენილ დროში მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა.
71-ზე ფულკრუგმა და 74-ზე საბიტცერმა გერმანულ გუნდს გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანეს და ატლეტიკო მოულოდნელად სახლში გაუშვეს.
ნახევარფინალში დორტმუნდი პსჟ-ს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ბარსელონა გამოთიშა ტურნირს.
კომენტარები
6 საათის წინ
5 საათის წინ
23 საათის წინ