ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრემენის ვერდერმა ნაბი კეიტა სეზონის ბოლომდე გუნდიდან მოკვეთა.
კლუბის ოფიციალური განცხადებით გუნდთან ერთად 29 წლის ფეხბურთელის ადგილი ვარჯიშებზე და გასახდელში არ იქნება.
მოთამაშეს შესაბამისი ჯარიმაც გამოუწერეს.
ნახევარმცველმა გუნდთან ერთად ლევერკუზენში გამგზავრებაზე უარი თქვა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ბაიერთან შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებოდა. მან სახლში დარჩენა გადაწყვიტა და გუნდს მატჩზე არ გაჰყვა.
სწორედ ამის გამო დაისაჯა კეიტა და სეზონის ბოლომდე მას მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.
გვინეელი ვერდერში 2023 წელს ლივერპულიდან გადავიდა.
კომენტარები
1 დღის წინ
4 დღის წინ
4 დღის წინ
4 დღის წინ