-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში პსჟ რენს ესტუმრა და 1-4 დაამარცხა. შეხვედრა სათადარიგო სკამზე დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ.
ანგარიში 27-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ გახსნა, პარიზელებმა პირველი ტაიმი 0-1 მოიგეს. მეორე ტაიმი სწრაფი გოლით გონსალო რამოშმა გახსნა და 50-ე წუთზე ანგარიში 0-2 გახდა, აქედან 3 წუთში კი ლილიან ბრასიემ სხვაობა შეამცირა.
65-ე წუთზე ჟოაო ნევეშის ნაცვლად თამაშში ხვიჩა კვარაცხელია ჩაერთო. პარი სენ-ჟერმენმა მატჩის ბოლოს კიდევ 2 გოლი გაიტანა. კომპენსირებულ დროში ასევე შეცვლაზე შემოსულმა უსმან დემბელემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში 1-4 დააფიქსირა, მნიშვნელოვანი იყო კვარაცხელიას როლი დემბელეს პირველ გოლში.
პსჟ 65 ქულით სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. ამ მომენტისთვის მეორეადგილოსან მარსელთან სხვაობა 16 ქულაა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ნათამაშებ 25 წუთში Sofascore-სგან 8.0 შეფასება მიიღო.
27' ბარკოლა 0-1
50' რამოში 0-2
90+1' დემბელე 1-3
90+4' დემბელე 1-4
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები