მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ბრუკლინ ნეტსი დენვერ ნაგეტსს დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 139-144 დამარცხდა.
მატჩში გამორჩეული ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 40 წუთი, 29 ქულა, 18 მოხსნა, 16 შედეგიანი გადაცემა.
ბრუკლინის მხრიდან ორმაგი დუბლი შეასრულეს დენის შროდერმა (41 წუთი, 28 ქულა, 14 შედეგიანი გადაცემა) და ნიკოლას კლაქსტონმა (26 წუთი, 16 ქულა, 12 მოხსნა), თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
დენვერიდან 20 ქულაზე მეტი კიდევ სამმა მოთამაშემ დააგროვა - აარონ გორდონმა (33 წუთი, 24 ქულა), ჯამალ მარიმ (36 წუთი, 24 ქულა) და რასელ ვესტბრუკმა (20 წუთი, 22 ქულა).
დენვერმა რეგულარულ სეზონში მე-4 მატჩი ჩაატარა და მე-2 მოიგო. ორივე გამარჯვებისთვის ნაგეთსს ოვერტაიმი დასჭირდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები