სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ში ტრადიციული შობის დღე შედგა, სადაც ერთმანეთს თაობის საუკეთესო მოთამაშეები, ლებრონ ჯეიმსი და სტეფ კარი დაუპირისპირდნენ.
გოლდენ სტეიტ უორიორსსა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის მატჩი დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ ამ უკანასკნელის გამარჯვებით 113-115 დასრულდა.
სტეფ კარიმ 38 ქულა დააგროვა, ლებრონ ჯეიმსმა კი 31 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
თამაშის მომგები ბურთი კი ოსტინ რივზმა ჩააგდო, რომელიც სამმაგი დუბლით გამოირჩა - 26 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა.
ლეიკერსს 30 მატში 17 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, გოლდენი კი 29 შეხვედრაში 15 გამარჯვებით ამავე კონფერენციაში მე-9 პოზიციას იკავებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები