მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიური ფლუმინენსეს ოფიციალური განცხადებით, კლუბსა და მარსელოს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რაც კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო. ვიდეოში მარსელო თამაშში შეცვლაზე შესასვლელად ემზადება, როცა მასსა და ფლუმინენსეს მთავარ მწვრთნელ მანო მენეზეშს შორის სიტუაცია იძაბება და მწვრთნელი მოთამაშეს ისევ სათადარიგო სკამზე აბრუნებს.
"მინდოდა, მარსელო თამაშში შემეყვანა, მაგრამ ისეთი რამ გავიგე, რაც არ მომეწონა და აზრი შევიცვალე." - განაცხადა მენეზეშმა მატჩის შემდეგ.
როგორც იწერება, მარსელო მწვრთნელს ტაქტიკურ მითითებებზე შეეწინააღმდეგა, რამაც მენეზეშის გაბრაზება გამოიწვია.
O mano Menezes fez com o Marcelo o que o mesmo costuma fazer com as crianças... gostei muito, parabéns mano Menezes, eu passo pano.
— Rodrigo Henrique 🔴⚫ (@Rodrigo67010057) November 2, 2024
A soberba precede a queda.
Passou vergonha Marcelo. pic.twitter.com/aX7N4g3TdY
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები