ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩაბი ალონსომ დაადასტურა, რომ ლევერკუზენის ბაიერში რჩება
"კარგი შეხვედრა მქონდა ბაიერის ხელმძღვანელობასთან და მათ შევატყობინე, რომ ვრჩები და კლუბში მუშაობას გავაგრძელებ."
"ჩემი მომავლის შესახებ ბევრი საუბრის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე."
"ეს ადგილი ჩემთვისაა."
"ჩემი სამუშაო ბაიერში არ დასრულებულა. მინდა, კლუბსა და მოთამაშეებს განვითარებაში დავეხმარო, ხელმძღვანელობა დიდებულია, აქ ყველაფერი ფანტასტიკურია."
"მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და ვფიქრობ, ეს ჩემი მომავლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამის გადასაწყვეტად დრო მქონდა და ყველაფერში დარწმუნებული ვარ."
ლევერკუზენს ჩაბი ალონსოს თავკაცობით 38-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბუნდესლიგას 10-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
ესპანელი სპეციალისტის გადაბირებით ბაიერნი და ლივერპული იყვნენ დაინტერესებული, თუმცა მათ სხვა კანდიდატებზე გადართვა მოუწევთ.
კომენტარები
1 დღის წინ
14 საათის წინ
2 საათის წინ