ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც ჩანს, ჩაბი ალონსო ლევერკუზენის ბაიერში კიდევ მინიმუმ ერთ სეზონს გაატარებს.
მსოფლიო მედია და წამყვანი ჟურნალისტები, მათ შორის დევიდ ორშტეინი და ფაბრიციო რომანო იტყობინებიან, რომ ესპანელი სპეციალისტი არც ლივერპულში დაინიშნება და არც მიუნხენის ბაიერნში, რომლებიც მისთვის აქტიურად იბრძოდნენ.
ორივე კლუბის მოლოდინი ჩაბისთან მოლაპარაკებების შემდეგ ისეთია, რომ ესპანელი მწვრთნელი კიდევ მინიმუმ ერთ წელს ბაი არენაზე გაატარებს.
ლივერპული ალონსოს დალოდებას აღარ აპირებს და სხვა ვარიანტების ძიებას აქტიურად შეუდგა. ბაიერნი, თავის მხრივ, ჯერ კიდევ ელოდება ჩაბის საბოლოო ოფიციალურ პასუხს, თუმცა თავადაც უწევს უკვე სარეზერვო ვარიანტებზე ფიქრი.
კომენტარები
3 საათის წინ
18 საათის წინ
18 საათის წინ
13 საათის წინ