5-6 დეკემბერს ტოკიოში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება, რომელზეც საქართველოს ნაკრებიდან ამ დროისთვის 10 სპორტსმენია დარეგისტრირებული.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი გამოვა, 66 კგ-ში თორნიკე გიგაური, 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ლოლაძე, 81 კგ-ში დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი, 90 კგ-ში ლუკა მაისურაძე და ლუკა ჯავახიშვილი, ხოლო მძიმე, +100 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილი და საბა ინანეიშვილი იასპარეზებენ.
2025 წელს ტოკიოს გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონი ილია სულამანიძე გახდა, ბრინჯაოს პრიზიორები კი გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდნენ.