აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაციამ და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ვაკის სტადიონზე ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი გზა შინისაკენ ჩაატარეს.
შეჯიბრებაში ათი გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის აფხაზეთიდან, საინგილოდან, ფერეიდნიდან და თურქეთიდან. რიგით მეოთხე ტრადიციული გათამაშების გამარჯვებული კლუბი სოხუმი-ცხუმი გახდა. საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი კი ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელმა, ლუკა გულედანმა მიიღო.
ღონისძიება სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
გამარჯვებულები, ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა დააჯილდოვეს.
ფოტო: სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი