საქართველოს ჩემპიონატში გადამწყვეტი ეტაპი დგება.
ზედიზედ მესამე ჩემპიონობის მაძიებელი იბერია 34-ე ტურში სტუმრად სამგურალს დაუპირისპირდება.
მატჩი ხვალ, 21 ნოემბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.
გთავაზობთ ბოლო ხუთი მატჩის შედეგებს ორივე გუნდის შესრულებით
სამგურალი 3-0 გაგრა (11.10.26)
სამგურალი 2-0 მეშახტე (17.10.26)
დინამო ბათუმი 3-0 სამგურალი (24.10.26)
სამგურალი 0-0 სპაერი (31.10.26)
რუსთავი 2-0 სამგურალი (07.11.26)
იბერია 3-0 ტორპედო (26.10.26)
დინამო თბილისი 0-0 იბერია (31.10.26)
კოპენგაჰენი 2-1 იბერია (06.11.26)
იბერია 1-0 გაგრა (09.11.26)
სპაერი 2-2 იბერია (15.11.26)
გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან - თუ იბერია ჩემპიონობის ძიებაშია, სამგურალის მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. ამ ეტაპისთვის გუნდი 39 ქულით მე-7 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 7 ქულით არის აცილებული.
მიმდინარე სეზონში ეს გუნდებს შორის მე-4 და ბოლო დაპირისპირება იქნება. აქამდე გამართული 3 მატჩიდან საკუთარ კედლებში ორივე ერთნაირი ანგარიშით 2:1 მოიგო, სამგურალმა კი თავის მოედანზე გამართული დაპირისპირება დაასრულა თავის სასარგებლოდ (3:2).
სპაერთან გასვლითი ფრის შემდეგ, ჩემპიონობის მაღალი შანსის შესანარჩუნებლად, იბერიას ხვალინდელ მატჩში გამარჯვება სასიცოცხლოდ ესაჭიროება.