26 ნოემბერს, უეფას კონფერენს ლიგის ეგიდით გასამართ იბერია 1999-ისა და ხეტაფეს შეხვედრას მუსიკალური შოუც დაემატება.
მატჩის ფარგლებში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტები TAHA და BXNNY წარდგებიან, რომლებიც გულშემატკივრებს ცოცხალ პერფორმანსს შესთავაზებენ.
ამრიგად, სტადიონზე მისულ მაყურებელს საფეხბურთო დაპირისპირებასთან ერთად მუსიკალური სანახაობაც ელოდება.
იბერია 1999-ისა და ხეტაფეს შეხვედრა 26 ნოემბერს, თბილისის დროით 21:45 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
