ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩში იბერია 1999 წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდება.
იბერიას კაპიტან ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავას სამგურალის წინააღმდეგ გამორჩეული სტატისტიკა აქვს.
25 წლის მცველს კარიერის განმავლობაში ამ მეტოქესთან 13 შეხვედრა ჩაუტარებია, რომლებშიც 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჯინჯოლავას მონაწილეობით გამართული 13 მატჩიდან მისი გუნდი გამარჯვებული 7-ჯერ გამოვიდა, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 3 შემთხვევაში მარცხი განიცადა.
2023 წლის 24 მაისს, როდესაც იბერიამ სამგურალი 5:1 დაამარცხა, ჯინჯოლავამ თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
წელს კი მცველმა წყალტუბოელთა წინააღმდეგ კიდევ უფრო შედეგიანად ითამაშა. 25 მაისს, მიუხედავად იმისა, რომ იბერია სტუმრად 2:3 დამარცხდა, ჯინჯოლავამ დუბლი შეასრულა. 2 თვის წინ კი, 5 სექტემბერს მან სამგურალს კიდევ ერთხელ გაუტანა და საკუთარ გუნდს 2:1 გამარჯვებაში დაეხმარა.
ამრიგად, სამგურალი ჯინჯოლავასთვის გამორჩეული მეტოქეა, მცველმა მხოლოდ ამ სეზონში ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის დაგროვება მოახერხა.
სამგურალისა და იბერიას მატჩი 21 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.