ფრანგული გამოცემა CANAL+ Foot-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
წყაროს ცნობით, ქართველ შემტევთან ერთად პარიზულ კლუბთან ახალ ხელშეკრულებებს უსმან დემბელე, დეზირე დუე და მატვეი საფონოვიც გააფორმებენ.
გარდა ამისა, პსჟ-მა მოლაპარაკებები უკვე დაიწყო მარკინიოსთან, უორენ ზაირ-ემერისთან, ვიტინიასთან, აშრაფ ჰაკიმისთან და ნუნუ მენდეშთან, ლუკას შევალიეს კი კლუბის დატოვება არ მოუთხოვია.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენთან თავდაპირველი კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა.
პარიზული გრანდის შემადგენლობაში მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (მიმდინარე წელს კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა), ორჯერ გახდა საფრანგეთის ლიგა 1-ის გამარჯვებული, თითოჯერ დაეუფლა საფრანგეთის თასსა და სუპერთასს, ორჯერ მოიგო უეფა-ს სუპერთასი და ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასი, ასევე ითამაშა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში.